logo
ENG



"მკაფიო გზავნილია, პირდაპირ საუბრობენ სანქციებზე" - ვაშაძე კონგრესმენების წერილზე

11 მაი 202414:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/woth7sbfdhgvq64.jpg

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე კონგრესმენების წერილს ეხმაურება, რომელიც მათ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს გუშინ გაუგზავნეს. 

"ქართველი ხალხის ესმის მთელ მსოფლიოს, მაგრამ სამწუხაროდ, არ ესმის ხელისუფლებას, რომელიც დღეს საქართველოში არის. ამის დასტურია კონგრესმენების ძალიან მკაფიო, მკვეთრი და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ. ისინი ამბობენ, მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების გულწრფელ სურვილს, გავხდეთ ევროკავშირის და ცივილიზებული სამყაროს წევრი.

პირდაპირ საუბრობენ სანქციებზე. სანქციები ემუქრება არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხელს მოაწერს მოღალატეობრივ აქტს... კიდევ ერთხელ, ყველა პარლამენტარს, ყველა პოლიციელს, რომელიც დღენიადაგ უკანონოდ იქცევა, მოვუწოდებთ, დაფიქრდით - თქვენ კონკრეტული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ იმ დანაშაულებტივ ქმედებაზე, რომელსაც ახლა სჩადიხართ", - ამბობს ვაშაძე. 

გუშინ 29 კონგრესმენმა კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართა. მათ პრემიერს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესმენები აცხადებენ, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას გადაწყვეტს. 


close დახურვა